LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ადეიშვილი: ამიერიდან აღარავინ გაბედოს და იკადროს ქუთაისს ქურდების ქალაქი უწოდოს! კრიმინალთან მებრძლი ხატია დეკანოიძის უპირატესობა სიმბოლური გარღვევაა

1103
BeFunky-collage

“მეამაყება და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ და უსაყვარლეს ქუთაისში, სადაც თვეში ერთხელ ნიშნავდნენ მონებს, შეიძლება მერი გახდეს თავმოყვარე, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერი ქალი”, – წერს ოსციალურ ქსელში “მთავარი არხის” ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.

ადეიშვილის თქმით, ახლა მთავარია, ღირსებით სავსე ქალაქმა ღირსეულად გაიმარჯვოს ხატია დეკანოიძესთან ერთად:

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ამიერიდან აღარავინ გაბედოს და იკადროს ქუთაისს ქურდების ქალაქი უწოდოს!!! კრიმინალთან, კორუფციასთან და სტაგნაციასთან მებრძლი ხატია დეკანოიძის უპირატესობა, ძალიან სიმბოლური გარღვევაა ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში, მეამაყება და ბედნიერი ვარ რომ ჩემს მშობლიურ და უსაყვარლეს ქუთაისში, სადაც თვეში ერთხელ ნიშნავდნენ მონებს, შეიძლება მერი გახდეს თავმოყვარე, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერი ქალი.

ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ ენერგიას, შრომას და ძალისხმევას ჩადებს და ქუთათურების ნდობას სიკეთით დაუბრუნებს ჩვენს ქალაქს… ქუთაისელი არაა? და მერე რა? მე ერთ დროს ვიცნობდი ქუთაისელ სოსო ხახალეიშვილს, მაგრამ ეს ის სოსო აღრაა. 2102 მდე ნაცების კრიტიკისთვის გამლანძღა, 2012 ის შემდეგ ქოცების კრიტიკისთვის დამბლოკა, მაგრამ ეგ არაფერი, ეგეთებს რა დალევს სამყაროში-მე იცით გული რაზე მწყდება?

ქუთაისში ცხოვრობენ ადამიანები, მათ შორის ჩემი ნაცნობები, რომლებიც სოსოს საშინლად დასცინოდნენ, მეტ სახელად “სამარილეს” ეძახდნენ და ახლა უნდათ რომ მათთვისაც კი კომიკური კაცისთვის გაიმეტონ ჩვენი პატარა და ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი…

მოკლედ, ბოცა გაბზარულია, ახლა მთავარია ღირსებით სავსე ქალაქმა ღირსეულად გაიმარჯვოს ხატია დეკანოიძესთან ერთად”, – წერს ადეიშვილი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g