ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე „ჯიპის“ მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს დაეჯახა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს და არსებული ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
