ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. არსებული ცნობითვე, მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
