LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში კორპუსის რეაბილიტაციის დროს ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

143
ქუთაისი

ქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი მესამე სართულზე განთავსებული ხარაჩოდან გადმოვარდა. არსებული ცნობითვე, შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g