LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ულამაზესი და უსაყვარლესი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა, რომში… ვერ უშველა ვერავინ, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს“ – რას წერს ქართველი ჟურნალისტი იტალიაში გარდაცვლილ ემიგრანტზე

8452
თეონა ბაღიშვილი

იტალიაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, თეონა ბაღიშვილი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში რომის ქართულმა სამრევლომ გაავრცელა.

„გარდაიცვალა ჩვენი სამრევლოს წევრი, თეოს ლამაზი სული ცხონდეს… “ – რომის სამრევლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

არსებული ინფორმაციით, თეონა ბაღიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.

თეონა ბაღიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება მისი უამრავი ახლობელი და მეგობარი.

მას საჯაროდ ემშვიდობება იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინიც.

„თეო, რატომ, ღმერთო. ულამაზესი და უსაყვარლესი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა, რომში.

უნდა შევხვდეთო, პირადად უნდა გაგიცნო და უნდა ჩაგეხუტოო, მწერდი.

თქვენც გთხოვეთ დახმარება, საფრანგეთში რომ უნდოდა სამკურნალოდ გადასვლა. მაშინ, უდიდესი მადლობა გადაგიხადათ ყველას, სათითაოდ… მაგრამ ვერ უშველა ვერავინ.

გავშეშდი, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, თეო“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები