LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არცერთი წამი არ დანებებულა… იბრძოდა ჩვენი გოგო… თეო, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები…“ – იტალიაში გარდაცვლილ ემიგრანტს, თეონა ბაღიშვილს საზოგადოება ემშვიდობება

1144
თეონა ბაღიშვილი

გუშინ იტალიაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, თეონა ბაღიშვილი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში რომის ქართულმა სამრევლომ გაავრცელა.

„გარდაიცვალა ჩვენი სამრევლოს წევრი, თეოს ლამაზი სული ცხონდეს… “ – რომის სამრევლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ულამაზესი და უსაყვარლესი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა, რომში… ვერ უშველა ვერავინ, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს“ – რას წერს ქართველი ჟურნალისტი იტალიაში გარდაცვლილ ემიგრანტზე

იტალიაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, თეონა ბაღიშვილი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში რომის ქართულმა სამრევლომ გაავრცელა.

თეონა ბაღიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება.

ემოციურ პოსტს ავრცელებს „ფეისბუკ“ გვერდი „მთელი აზრიც“:

„არცერთი წამი არ დანებებულა… იბრძოდა ჩვენი გოგო“ – თეო ბაღიშვილის ხსოვნას…  

თეო ბაღიშვილის გარდაცვალების ამბავი კიდევ უფრო მძიმე ხდება იმ დეტალების ფონზე, თუ როგორ იბრძოდა ის ბოლო წამამდე. ჩვენს ემიგრანტს კანის სიმსივნე აღმოაჩნდა – დაავადება, რომელიც უბრალო ხალის გაღიზიანებით დაიწყო და ტრაგიკულად განვითარდა.

მეტასტაზები, რომელიც კუჭ-ნაწლავს და შემდგომ მთელ სხეულს მოედო, მისთვის უდიდესი გამოცდა იყო, თუმცა თეო არცერთი წამით არ დანებებულა. ის იბრძოდა, უნდოდა სიცოცხლე და ამ რთულ გზაზე ყველას გვაჩვენა სიმტკიცის მაგალითი.

მთელი საზოგადოება, რომელიც მის გვერდით იდგა და ცდილობდა დახმარებოდა, ახლა ერთიანდება ამ დიდი ტკივილის გაზიარებაში.

თეო ბაღიშვილი დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მებრძოლი, სიცოცხლის მოყვარული და ულამაზესი სულის ადამიანი.

ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, თეო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები…“ – წერს „მთელი აზრი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები