LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლოვდება ყველაზე რთული დღე… როგორ გაგიმეტოთ მიწისთვის“ – იტალიაში გარდაცვლილ ემიგრანტს, თეონა ბაღიშვილს 30 ივლისს ქუთაისში დაკრძალავენ

323
თეონა ბაღიშვილი

იტალიაში გარდაცვლილ ახალგაზრდა ქართველ ემიგრანტს, თეონა ბაღიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა, 30 ივნისს დაკრძალავენ.

„გარდაიცვალა ჩვენი სამრევლოს წევრი, თეოს ლამაზი სული ცხონდეს… “ – რომის სამრევლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თეონა ბაღიშვილი რომიდან საქართველოში 27 ივნისს გადმოასვენეს.

თეონა ბაღიშვილის პანაშვიდისა და დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„ახლოვდება ყველაზე რთული დღე… გადასვენება ხუთშაბათი, 30 ივლისი, ქეთევან წამებულის საკათედრო ტაძარი.

პანაშვიდი 11:00 სთ, გამოსვენება 2:00 სთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა ბაღიშვილს მისი მეგობრები სოციალურ ქსელში საჯაროდ ემშვიდობებიან:

„თან წაიღე ყველა ემიგრანტის გული“, „როგორ გაგიმეტოთ მიწისთვის“, „თბილი, სიცოცხლით და სიკეთით სავსე გოგო“, – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

„ულამაზესი და უსაყვარლესი ემიგრანტი თეო ბაღიშვილი გარდაიცვალა, რომში… ვერ უშველა ვერავინ, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს“ – რას წერს ქართველი ჟურნალისტი იტალიაში გარდაცვლილ ემიგრანტზე

„არცერთი წამი არ დანებებულა… იბრძოდა ჩვენი გოგო… თეო, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრები…“ – იტალიაში გარდაცვლილ ემიგრანტს, თეონა ბაღიშვილს საზოგადოება ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები