LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების თანმხლები დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის

109
ნიკეას ნაგავსაყრელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქ. ქუთაისში, ეგრეთ წოდებულ, ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების პროცესს თან ახლავს დისკომფორტი, რაც უკავშირდება არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. მყარი ნარჩენების კომპანია ბოდიშს უხდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდება, რის შემდეგაც აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება.

magti 5g