LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ადეიშვილი მიშა სააკაშვილს ბოდიშს უხდის: „თქვენ ასეთი ჩაშვებული, „ლომკაში“ ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები გააქრეთ ამ ქალაქიდან, ქუთაისიდან და ამ ქვეყნიდან…“

2276
teaadeishvili

თეა ადეიშვილი ქუთაისელების მიერ გუშინ რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა და საქართველოს ექსპრეზიდენტს ბოდიში მოუხადა თავისი ქალაქის სახელით…

თეა ადეიშვილი:

„მე დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში და არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღევანდელი ორი ქუთაისის ფენომენს. მიშა, ძალიან დიდი ბოდიში, რაც დღეს მოისმინეთ ციხის კედლებიდან, მაგრამ თქვენ ალბათ, იცით, რომ ეს არ არის ნამდვილი ქუთაისი და თქვენ იცით, რომ იმ ადამიანებს, ვინც ციხის კედელს მიღმა იდგა, ჰქონდათ ნამდვილი მიზეზი, მოვარდნილიყვნენ თქვენთან, დაეორგანიზებინა ეს ხელისუფლებას და ეძახათ ის, რაც გეძახეს, რადგან თქვენ ასეთი ჩაშვებული, ლომკაში ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები გააქრეთ ამ ქალაქიდან, ქუთაისიდან და ამ ქვეყნიდან. ასეთი ქუთაისელები ამ ხელისუფლებისთვის არის ჩემი ქალაქის სახე, ხოლო ნამდვილი სახე ქუთაისისა დღეს აჩვენა ხატია დეკანოიძემ, თავისი ვიცემერების წარდგენით და იმ საზოგადოებით, ვინც იქ იყო წარმოდგენილი. ამ ხელისუფლებისთვის ქუთაისი არის ისეთი, როგორიც წარმოადგინა დღეს ციხესთან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g