„კაცი, რომელმაც ტამიშის ბრძოლის უიარაღო გმირის უმძიმესი ისტორია ჩვენამდე მოიტანა, არჩილ ხოფერიაა, უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა“ – თეა ადეიშვილის ემოციური მიმართვა

278
Untitled design (1)

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, თეა ადეიშვილი იხსენებს ემოციურ ამბავს უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულატ ხოფერიას მამის – არჩილ ხოფერიას შესახებ, რომელიც ასევე აფხაზეთის ომში იბრძოდა.

“ჩვენ ვერ გაგვტეხენ…როცა აღარ ვიქნები სამშობლოს მტრისგან დახსნის საქმე თქვენ გააგრძელეთ” – უკრაინაში დაღუპული ქართველის მამა

როგორც თეა ადეიშვილი ჰყვება, რამდენიმე წლის წინ მისმა რესპონდენტმა, რომელიც სწორედ არჩილ ხოფერიაა, მას უამბო, როგორ გაიმარჯვეს ქართველებმა აფხაზეთში, ტამიშის ბრძოლაში გამოუცდელი ახალგაზრდა ბიჭის დახმარებით.

თეა ადეიშვილმა აღნიშნული ისტორიის გახსენების დროს ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და აღნიშნა, რომ არჩილ ხოფერიამ 30 წლის შემდეგ ჩვენამდე მოიტანა უმძიმესი, უდიდესი გმირობის ისტორია, უიარაღო გმირზე, რომელმაც ქართველ მებრძოლებს გამარჯვება მოაპოვებინა:

„ორი წლის წინ ჩემმა კოლეგამ, თენგო გოგოტიშვილმა დამირეკა და მითხრა, სამსახურში რესპონდენტი გელოდებაო. მოვედი, დამხვდა ადამიანი შევერცხლილი წვერით და მითხრა – მე აფხაზეთის ომში, ტამიშის ბრძოლაში ვიღებდი მონაწილეობას, ერთ-ერთი ბატალიონის ხელმძღვანელი ვიყავი, დღესაც არავის აუხსნია, როგორ მოხდა ტამიშში ამ უზარმაზარი რუსული დესანტის გადმოსხმის შემდეგ ქართველების გამარჯვებაო. ამ ბრძოლას უამრავი მსხვერპლი ჰყავდა, მაგრამ ქართველებმა ეს ბრძოლა მოიგეს, რომლითაც შეაჩერეს სოხუმის აღება დაახლოებით სამი თვით“, – ამბობს თეა ადეიშვილი და რესპონდენტის მონაყოლს იხსენებს:

მასთან გურიაში თბილისიდან ჩავიდა ახალგაზრდა სტუდენტი ბიჭი – 18 წლის ზაალ მდინარაძე, რომელსაც იარაღი არასდროს სჭერია ხელში, მივიდა რაზმის მეთაურთან და უთხრა: „მეც გურული ვარ, გიცნობთ და მინდა, შენს რაზმში საბრძოლველად ჩავეწერო“.

დილით, როდესაც მწყობრზე გადიოდნენ საბრძოლველად, ეს ბიჭიც დადგა. მეთაურმა იცოდა, რომ ბიჭს იარაღი არასდროს სჭერია ხელში და არ მიჰყავდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბიჭი იყო ხელმარჯვე ოსტატი. ბრძოლაში გასვლის წინ ქართველებმა აღმოაჩინეს, რომ მათი რადიოლოკაციური სისტემა მთლიანად გათიშული იყო და მწყობრიდან ჰყავდა გამოყვანილი მტერს.

ბრმად წავიდნენ ბრძოლაში, მთელი დღის განმავლობაში იბრძოდნენ და ზაალ მდინარაძეც მთელი დღე ცდილობდა რადიოლოკაციური სადგური შეეკეთებინა და ეს მოახერხა – მოიკიდა ტექნიკა ზურგზე, გაიტანა ტყვიების წვიმაში და ამ ტრანშეებში ეძებდა გურიის ბატალიონს.

„რომ მომიტანა ტექნიკა, გამოვხედე და ვუთხარი: უკან დაიხიე.. ისეთი თვალებით შემომხედა, რომ ვეღარ ვუთხარი, უკან დაბრუნდი-მეთქი და ვუთხარი, მაშინ ფეხდაფეხ გამომყევი-მეთქი“, – იხსენებს რესპონდენტის ნათქვამს ჟურნალისტი.

„ჩემი რესპონდენტი, რომელიც იმ დღეს მოვიდა, ვხედავდი, რომ იყო 1993 წლის 2 ივნისის იმ მომენტში, როდესაც მირბოდა ე.წ. პიტომნიკთან, ტამიშის ბრძოლაში გასამარჯვებლად და ამ ადამიანმა მოყოლის დროს მითხრა, რომ სულ 100 მეტრი დააკლდა, მისულიყვნენ იქ, სადაც ზაალ მდინარაძის მიტანილი სისტემით ქართველებმა მიაღწიეს გამარჯვებას – სნაიპერმა მოკლა ზაალ მდინარაძე, შემდეგ ზაალ მდინარაძის დედამ იმ სნაიპერის დედას მიწერა წერილი, ეს კიდევ სხვა ისტორიაა…

მაგრამ ეს კაცი, რომელმაც 30 წლის შემდეგ ჩვენამდე მოიტანა ეს უმძიმესი, უდიდესი გმირობის ისტორია, უიარაღო გმირის ისტორია, რომელსაც არ ჰქონდა იარაღი და ისე გაამარჯვებინა ტყამიშის ბრძოლაში ქართველებს, იყო არჩილ ხოფერია, ჯამბულათ ხოფერიას მამა, რომელიც დღეს ჩამოასვენეს უკრაინიდან.

აი ასეთ ადამიანებზე დღეს საქართველოს ხელისუფლება ამბობს – ჩვენ ამ ხალხს მოქალაქეობა უნდა წავართვათ, ესენი არიან „ნაიომნიკები“, ბოლშევიკები, ისინი არა სამშობლოსთვის, არა თავისუფლებისთვის, არა მშვიდობის მოსაპოვებლად, არამედ ფულისთვის მიდიან ომშიო – ასეთი ხელისუფლება რას იმსახურებს ქართველი ხალხისგან…“ – განაცხადა თეა ადეიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია 1 დეკემბერს დაიღუპა.

„ამ მებრძოლს და მართლა გოლიათს, საქართველოს მოყვარულს და პატრიოტს ბოლოს ტაძარში შევხვდი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ“ – რას წერს ნადიმ ხმალაძე უკრაინაში დაღუპულ სამხედროზე

“მომეწონა მისი ვაჟკაცური მიდგომა საკითხისადმი.. ვიზიარებ მწუხარებას საქართველო, კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!” – ლადო გამსახურდია

„არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ ვიცი, როგორ იცხოვრა – გმირულად და სამშობლოს სიყვარულით“ – რას წერენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

 

 

მსგავსი თემები