LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურმე რა ბიჭი ყოფილა, ახლა გავიცანით.. ბოლოს გავიგეთ, ოპერაციებში რომ იღებდა მონაწილეობას“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე სახლში გადაასვენეს 

208
Untitled design

უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე, რომელიც საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

„უძლიერესი ქართველი ოფიცერი დაეცა გმირულად.. უდიდესი სახელი დატოვა უკრაინაში, საქართველოს სასახელოდ“ – უკრაინაში ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა

დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრების თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ ირაკლი ქურციკიძე უკრაინაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა:

„ჩვენ ყველაფერი ახლა, ბოლოს გავიგეთ, რასაც აკეთებდა და ოპერაციებში რომ იღებდა მონაწილეობას. ვიცოდით, რომ ინსტრუქტორად იყო. საკმაოდ მშვიდობიანი გარემოდან გვირეკავდა – „მშვიდობაა, კარგად ვართ“, როგორც ხდება ხოლმე.

ცუდს ყველაფერს გვიმალავდა და არ ამბობდა. ერთი თვე იყო ჩამოსული, საკმაოდ კარგი განწყობით, მხიარულად იყო. არაფერი შეგვიმჩნევია ისეთი, რომ ან სადმე აფეთქდა, ან რამე ისეთ ამბებში იღებდა მონაწილეობას, ჩვეულებრივ, ძალიან დიდი სიყვარულით, როგორც მას ჩვევად ჰქონდა, ის ერთი თვე აქ ისე გაატარა.

არც ვიცნობდით ირაკლის, თურმე რა ბიჭი ყოფილა, ახალა გავიცანით და ახლა გავიგეთ მისი შესაძლებლობები“, – ამბობს მედიასთან ირაკლი ქურციკიძის სიძე ირაკლი ბერაძე.

„ვცდილობდით, რომ ირაკლი ასეთ საქმეებზე არ გაგვეშვა, რადგან მისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირადად მისი ჩართულობა.

მითხრა: „ლაშა, მე ამით ვვითარდები, ამით ვსწავლობ, ეს ყველაფერი მჭირდება – მე ხომ საქართველოში უნდა დავბრუნდე და გამოცდილება, რასაც აქ მივიღებ ჩემს ქვეყანას არ გამოადგებაო?

ირაკლი ყველასგან გამორჩეული იყო, უკრაინელებსაც იმდენად უყვარდათ, გადაწყვიტეს,  მის პატივსაცემად საქართველოში ჩამოვიდნენ“, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ლაშა შერგელაშვილი.

ცნობისათვის, ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ქურციკიძე ოკუპანტებთან შეტევითი ოპერაციის დროს სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა. ირაკლი ქურციკიძე უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან – 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომში 50-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები