უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პოლკოვნიკი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„უძლიერესი და უნიჭიერესი ქართველი ოფიცერი დაეცა გმირულად ორი დღის უკან, უბრალოდ არ ვწერდით იქამდე, სანამ ოჯახი არ გაიგებდა. ირაკლი ქურციკიძე უდიდესი სახელი დატოვე უკრაინაში, ძმაო, საქართველოს სასახელოდ…“, – წერს ვანო ნადირაძე.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.