LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა“ – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

127
ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე აქვეყნებს.

როგორც ნადირაძე აღნიშნავს, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა:

„ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი…

დიდება მის გმირ სულს“. – წერს ვანო ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის დაწყებულ ომს, 60-ზე მეტი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა , საქართველოს შვილი , ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი 💔😔 დიდება მის გმირ სულს

Posted by Вано Надірадзе on Wednesday 22 May 2024