უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიიდან ემოციურ კადრს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გვიზიარებს, სადაც მებრძოლის შვილთან ერთადაა გადაღებული.
„შენნაირი ყოჩაღი ჩახუტება სცოდნია, დღეიდან შენს შვილთან ვიძმაკაცებ ძია!“ – წერს გიგა მაქარაშვილი.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ვანო ნადირაძე უკრაინაში გულის შეტევით გარდაიცვალა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა – „გავნადგურდი ბატონო ვანო… დიდება გმირებს…“
