LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ

177
12

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.

გავრცელებული ცნობითვე, დაჭრილია 9 მებრძოლი.

ქართველი მეომრების გარდაცვალების შესახებ ფეისბუკში სტატუსს აქვეყნებს ლაშა ბროლაძეც:

„ნათელში გამყოფოთ ბიჭებო.ნათელი და სანთელი თქვენს მებრძოლ სულს“, – წერს ლაშა ბროლაძე.

 

ნათელში გამყოფოთ ბიჭებო.ნათელი და სანთელი თქვენს მებრძოლ სულს??????

Posted by Lasha Broladze on ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2023

 

„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ცნობისათვის, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრიდან – 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომს უკვე 52 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

პოპულალურები