LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგჯერ სიტყვები არ გამოხატავენ იმ ტკივილს, რომელსაც ადამიანის გული განიცდის“ – ვერაზე, თავდასხმის შედეგად დაღუპული ნიკოლოზ ღუნაშვილის მშობლიური სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

3510
ნიკოლოზ ღუნაშვილი

ვერაზე, 23 ივლისს მომხდარ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილ ნიკოლოზ ღუნაშვილს მისი მშობლიური სკოლა, IB მთიები იხსენებს.

„ზოგჯერ სიტყვები არ გამოხატავენ იმ ტკივილს, რომელსაც ადამიანის გული განიცდის.

ნიკოლოზ ღუნაშვილი ჩვენი სკოლის ოჯახის ნაწილია — ახალგაზრდა ადამიანი, რომლის ცხოვრება, შესაძლებლობები და მომავალი ასე მოულოდნელად და ტრაგიკულად შეწყდა. ადამიანის სიცოცხლის ძალადობრივი დაკარგვა უდიდესი ტკივილია და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე და რამდენად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა.

ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები ნიკოლოზის ოჯახთან, მეგობრებთან, თანაკლასელებთან და ყველა იმ ადამიანთან არის, ვისთვისაც ის საყვარელი და მნიშვნელოვანი იყო.

ნიკოლოზის დიდი და კეთილი თვალები ყოველთვის დარჩება IB მთიების ისტორიასა და ჩვენი საზოგადოების გულებში“, – ვკითხულობთ IB მთიები-ს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.

„ყველა სურათში იცინი, ნუთუ ამ ლამაზი სიცილის გამო გაგიმეტეს“ – რას წერს ვერაზე, თავდასხმის შედეგად დაღუპული ნიკოლოზ ღუნაშვილის ოჯახის ახლობელი

„სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა“ – რას წერენ ვერაზე სროლის დროს გარდაცვლილ ბიჭზე

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში ბრალდება 4 მუხლით წარედგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები