LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოზიარე ვარ ამ დიდი მწუხარების… დედას ისეთი ტკივილის განცდა უწევს, ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში რომ ვერ ჯდება… ამაზეა ნათქვამი, მტერს არ ვუსურვებო“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაზე

556
მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მოზიარეა ამ დიდი მწუხარების. 

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, შვილის გარდაცვალების შემდეგ, „დედას ისეთი ტკივილის განცდა უწევს, ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში რომ ვერ ჯდება“.

„ამ პოსტმა ჩეზე იმდენად იმოქმედა, არც ვიცი რა ვთქვა.

ტელეფონი და დედის ზარი მოკლული ახალგაზდას ჯიბეში, და ექიმისთვის ეს მწარე რიალობა.
ექიმმა თქვა,რომ პაციენტი გარდაიცვალა, ნიკოლოზის ჯიბეში ტელეფონმა დარეკა. ექთანმა აკანკალებული ხელით ამოიღო მობილური, რომელზეც ეწერა „დედა“…

დედას ისეთი ტკივილის განცდა უწევს, ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში რომ ვერ ჯდება. ამაზეა ნათქვამი, მტერს არ ვუსურვებო.

უფალი მასთან.😥🙏 ეს ის შემთხვევაა როდესაც ყოველი სიტყვა უძლურია….🙏🏾🙏🏾🙏🏾💔💔💔💔😢😢😢😢 ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ნიკოლოზს და მისი ოჯახის წევრები გააძლიეროს და შეაძლებინოს ამ უმძიმესი ჯვრის ტარება…😭😭😭

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ახლად შესვენებული მონა ღვთისა ნიკოლოზი ! სიტყვები უძლურია ! 💔

მოზიარე ვარ ამ დიდი მწუხარების“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები