LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს. იქნებ იპოვოთ ძალა თქვენთვის გაუფერულებულ სამყაროში არსებობისა“ – ეკა კუპატაძე ვერაზე მოკლულ 17 წლის ბიჭზე

240
2026-07-25_22-34-35_559332

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ვერაზე მოკლული 17 წლის ბიჭის ოჯახისადმი სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს.
იქნებ იპოვოთ ძალა, თქვენთვის გაუფერულებელ სამყაროში, არსებობისა…
უამრავი მესიჯი შემომდის და მეკითხებიან, რატომ არ ვჩანვარ სოციალურ ქსელში.
ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ინფორმაცია საჯაროდაც მივაწოდო საზოგადოებას, რომელსაც არც ერთი წამით არ მივუტოვებივარ ამ გიჟურ ომში.
ბრძოლის ყველაზე დაძაბული პერიოდი, 18 ნოემბრის შემდეგ, მაქვს ახლა.

ველოდები ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის დაჭერას.
ნია იმნაძის დაკვეთა/წაქეზება/დახმარებით მოხდა გიგას მკვლელობა!
ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ იგეგმებოდა გიგაზე თავდასხმა და თავდასხმის შესახებ გაიგო მომხდარიდან რამდენიმე წუთში!
ლოდინი გაუსაძლისად გაიწელა, მაგრამ ველოდები მოთმინებით.
ბრძოლაში მოთმინება სისუსტე კი არა, ზოგჯერ იარაღია.
თუმცა არც მარტო მოთმინებით ლოდინის რეჟიმში ვარ. მაქვს ბრძოლის სტრატეგიული გეგმა.
აუცილებლად, სრულყოფილად დავაყენებ გიგა ავალიანის წილ სამართალს!!!“, – წერს ეკა კუპატაძე.

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში ბრალდება 4 მუხლით წარედგინა

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ყველა სურათში იცინი, ნუთუ ამ ლამაზი სიცილის გამო გაგიმეტეს“ – რას წერს ვერაზე, თავდასხმის შედეგად დაღუპული ნიკოლოზ ღუნაშვილის ოჯახის ახლობელი

„სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა“ – რას წერენ ვერაზე სროლის დროს გარდაცვლილ ბიჭზე

შეგახსენებთ, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა – კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ცნობით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. „ალფა რომეოს” მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლილი ტყვია მოხვდა.

ადვოკატის თქმით, ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები