LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის თქმით, ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

211
ფსიქიატრიული ექსპერტიზა

22 ივლისს, ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება – ამის შესახებ ნიკა კაპანაძის ადვოკატმა, ირაკლი აბსანძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ვერაზე მომხდარი სროლის დროს დაჭრილი 4 არასრულწლოვნიდან 1 კლინიკაში გარდაიცვალა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი დააკავა

ადვოკატის თქმით, „მსგავს დანაშაულებზე ადვოკატმა რომც არ მოითხოვოს ექსპერტიზა, თავის დაზღვევის მიზნით, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, თავად ბრალდების მხარე ნიშნავს, ამიტომ მსა ექსპერტიზა ყველა შემთხვევაში ჩაუტარდება“.

უფლებადამცველის თქმითვე, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ შეხვედრია და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არც კაპანაძის პოზიცია იცის.

„ნიკას ჯერ არ შევხვედრილვარ, არც მისი პოზიცია ვიცი და არც საქმის მასალებს ვიცნობ ჯერჯერობით. დღის განმავლობაში, ალბათ, მოხდება ბრალის წარდგენა, შემდეგ იქ ვნახავ და გავესაუბრები.

არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიცი რამე. არც ეგ [ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ] არ ვიცი. მსგავს დანაშაულებზე რომც არ მოვითხოვო ექსპერტიზა, თავის დაზღვევის მიზნით თავად ბრალდების მხარე ნიშნავს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, ამიტომ ყველა შემთხვევაში ჩაუტარდება“, – უთხრა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა – კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ცნობით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. „ალფა რომეოს” მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლილი ტყვია მოხვდა.

„სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა“ – რას წერენ ვერაზე სროლის დროს გარდაცვლილ ბიჭზე

ექიმის ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა