LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა სურათში იცინი, ნუთუ ამ ლამაზი სიცილის გამო გაგიმეტეს“ – რას წერს ვერაზე, თავდასხმის შედეგად დაღუპული ნიკოლოზ ღუნაშვილის ოჯახის ახლობელი

373
ნიკოლოზ ღუნაშვილი

ვერაზე, 23 ივლისს მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება.

თავდასხმის შედეგად გარდაცვლილ, ნიკოლოზ ღუნაშვილის ოჯახის ახლობელი, ირმა ზანგური ნიკოლოზის ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ნიკოლოზ, ეხლა ვათვალიერებდი შენს სურათებს და ყველა სურათში იცინი, ნუთუ ამ ლამაზი სიცილის გამო გაგიმეტეს?…  ამ სურათში 10 წლის გახდა…
სულა ასეთი მემახსოვრები…“, – წერს ირმა ზანგური სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.

რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. “ალფა რომეოს” მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

„სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა“ – რას წერენ ვერაზე სროლის დროს გარდაცვლილ ბიჭზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები