LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე ვერაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება

462
მევლუდ მელაძე

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე ვე­რა­ზე მომ­ხდარ სა­ზა­რელ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა.

„ვუ­ყუ­რებ ამ ფო­ტოს და სის­ხლი მიშ­რე­ბა. სა­ში­ნელ ჭრი­ლო­ბას, რო­მელ­საც წლე­ბია ვებ­რძვი ახა­ლი სიღ­რმე და­ე­მა­ტა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს თით­ქოს ამ ლა­მა­ზი ბი­ჭის სა­ხით ნი­კუ­შა თა­ვი­დან მო­მიკ­ლეს და ისევ ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლე. არა­ვის ვუ­სურ­ვებ შვილმკვდა­რი დე­დის ყუ­რე­ბას, თუ რო­გორ ეძებს მისი თვა­ლე­ბი შვე­ლას გა­მუდ­მე­ბით, რო­გორ უნდა რომ ეს სიზ­მა­რი იყოს, რო­გორ არ ეგუ­ე­ბა რე­ა­ლო­ბას და ყო­ველ ჯერ­ზე, როცა შვილს და­ხე­დავს და რა­მეს ეტყვის, რო­გორ ჰგო­ნია რომ ის ახლა პა­სუხს გას­ცემს.

ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მწა­რე და უსა­მარ­თლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი,“ – წერს მევ­ლუდ მე­ლა­ძე.

თბი­ლი­სის ცენ­ტრში გუ­შინ 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ახალ­გაზ­რდებს, რის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლო­ბა­სა და დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა კა­პა­ნა­ძეა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. კა­პა­ნა­ძემ და­კა­ვე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია – ის ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი ხელ­ზე მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი:

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­კა­ვე­ბულ ნიკა კა­პა­ნა­ძის დე­და­სა და დაჭ­რი­ლებს შო­რის მოხ­და. კერ­ძოდ კი, კა­ფი­დან გა­მო­სულ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მან­ქა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ იდგა, ქალ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­კა­ვე­ბულ­მა გას­რო­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ოთხი პი­რი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია სამს მოხ­ვდა, მძღო­ლი კი არ და­შა­ვე­ბუ­ლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები