LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შევეცადე ჩემი სიმღერით ხელის თხოვნის ცერემონიალი კიდევ უფრო განსაკუთრებულ და ემოციურ მოგონებად მექცია“ – რა კადრებს ავრცელებს მათე მარტიაშვილი

5265
მათე მარტიაშვილი

ახალგაზრდა მომღერალი, მუსიკალურ პროექტ „რანინას“ გამორჩეული წარმომადგენელი მათე მარტიაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს უზიარებს კადრებს, რომელშიც ასახულია ხელის თხოვნის სცენა მისი სიმღერის თანხლებით.

ვიდეოში, რომელიც ვიდეოგრაფ დავით დურგლიშვილს ეკუთვნის, ლევან ცინცაძე თამთა ლატარიას ხელს სწორედ მათე მარტიაშვილის სიმღერის ფონზე სთხოვს. მათე მარტიაშვილი აღნიშნულ კადრებში ასრულებს ჯანსუღ კახიძის კომპოზიციას „ოღონდ შენთან მამყოფინა“.

„შევეცადე ჩემი სიმღერით ხელის თხოვნის ცერემონიალი კიდევ უფრო განსაკუთრებულ და ემოციურ მოგონებად მექცია.

ულამაზესი წყვილი ხართ! თამთა და ლევან, მთელი გულით გისურვებთ უსაზღვრო სიყვარულს, ბედნიერებასა და ერთად გატარებულ უამრავ ლამაზ წელს!

ვიდეო: Davit Durglishvili Videographer “ – წერს მათე მარტიაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები