ტელეკომპანია „იმედის“ საბავშო გადაცემის – „პატარების დიდი შოუს“ რუბრიკაში „პატარების სამეფო“, მომღერალი თინათინ ჭულუხაძე აუდიტორიის წინაშე შვილებთან ერთად წარდგა.
თინათინ ჭულუხაძის უფროს შვილს, მათე მარტიაშვილს, რომელიც ცნობილი „რანინელია“, მსმენელი უკვე დიდი ხანია კარგად იცნობს და უყვარს.
„პატარების სამეფოში“ ერთგვარი დებიუტი შედგა თინათინ ჭულუხაძის უმცროსი ვაჟის – თომა მარტიაშვილის, რომელიც ასევე არაჩვეულებრივად მღერის – მათ თემო ნაცვლიშვილის „ქარი გიმღერის ნანასა“ არაჩვეულებრივად შეასრულეს.
„შეუდარებელია“, „ღმერთმა დალოცოს თქვენი დედაშვილობა“, „საოცარი შვილების საოცარი დედა ხარ“, „ასეთი შესრულება დიდი ხანია არ მომისმენია“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
