LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე და ჩემმა ბიჭებმა სიყვარულით შევასრულეთ ორი სიმღერა“ – რა კადრებს გვიზიარებს თინათინ ჭულუხაძე

113
თინათინ ჭულუხაძე

მომღერალი თინათინ ჭულუხაძე, რომელიც შვილებთან – მათე და თომა მარტიაშვილლებთან ერთად ხშირად მღერის, სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს.

თინათინ ჭულუხაძემ შვილებთან ერთად, ერთ-ერთ საღამოზე სიმღერები „საქართველოო ლამაზო“ და „აფხაზეთი“ შეასრულა – მათმა ერთობლივმა ნამღერმა, როგორც ყველთვის, ამჯერადაც აუდიტორიის აღფრთოვანება გამოიწვია და უამრავი თბილი კომენტარი მიიღო.

„მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ თავმჯდომარის, ქალბატონი ნაირა მარშანიას 80 წლის საიუბილეო საღამოზე მე და ჩემმა ბიჭებმა სიყვარულით შევასრულეთ ორი სიმღერა – „საქართველოო ლამაზო“ და „აფხაზეთი“, რომლის ლექსის ავტორი თავად ქალბატონი ნაირაა, ხოლო მუსიკის ავტორი – ჩემი უსაყვარლესი ნანა მესხი.

დღეგრძელობას გისურვებთ ქალბატონო ნაირა – თქვენი მომდევნო იუბილეს აფხაზეთში აღნიშვნას! მიყვარხართ!“ – წერს თინათინ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები