LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი საცხოვრებელი სახლიდან მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ”- ნოდარ ჩაჩუა

44

პირველი არხის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა, მის შესახებ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ჟურნალისტის განცხადებით, სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკის შედეგად, მხოლოდ მარიხუანა და მასზე რეგისტრირებული იარაღი ამოიღეს – არც ერთი მათგანი სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება.

ჩაჩუა დასძენს, რომ ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, შედეგად მხოლოდ მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა.

„პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა.

მადლობა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გაუქმდა, ანუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ აღმოჩნდა. თითქმის 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად ჩემი საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებს მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ. ამის მიუხედავად, ჩემმა კოლეგებმა, სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დამაკავეს და ასევე, რომ დიდი სასჯელი მემუქრებოდა. ამ ინფორმაციას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებდა.

ასევე, ამოღებულია ჩემი პირადი იარაღი, რომელიც არის გაფორმებული, რეგისტრირებული და მე მაქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება. ჩამიტარდა ნარკოლოგიური შემოწმება და დამიდგინა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება. ასევე, სავარაუდოდ ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუკი ვინმეს, ვინც უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს და ეჭვი ეპარება იმ ყველაფერში რასაც მე ვამბობ, ამაზე უკვე ჩემ ადვოკატებთან გავივლი კონსულტაციას და სამართლებრივ მსვლელობას მივცემ. პ.ს ვისაც ჩემი ვალი გქონდათ და გეგონათ შეგრჩათ, არ გამოვიდა ეგ ამბავი”, – წერს ნოდარ ჩაჩუა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დიდი რაოდენობით, ნარკოტიკების შენახვაზე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები