LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონის საოცარი სეზონი: სიტის ყველა რეკორდი

80

ეს „მანჩესტერ სიტი“ რეკორდებისთვის არის შექმნილი. 100 ქულა, 106 გოლი – კიდევ რა?

„სიტის“ დიდებული სეზონი პრემიერლიგაში დასრულდა. ლამაზი გამოდგა ბოლო კადრი: ტურნირის ბოლო მატჩის 94-ე წუთზე გაბრიელ ჟესუშმა „საუთჰემპტონთან“ გამარჯვება მაინც მოიტანა (1:0) და „სიტიმ“ სარეკორდო 100 ქულა მოაგროვა.

 

აი პეპ გვარდიოლას გუნდის სეზონის მიღწევები და „სიტის“ ყველა რეკორდი:

 

100 ქულა პრემიერლიგაში

32 გამარჯვება

16 მოგება სტუმრად

18 მოგება ზედიზედ

ყველაზე მაღალი შედეგიანობა – 106 გოლი

ბურთების შეფარდება +79

ყველაზე დიდი სხვაობა მეორეადგილოსანთან – 19 ქულა

ბურთის ფლობა გასვლით მატჩში (ევერტონთან) – 82,1%

ტიტული 5 ტურით ადრე (რეკორდის გამეორება)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები