LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოხატაურში ბაღის მოწყობისთვის 71 000 ლარი დაიხარჯა

83

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში 25 ბავშვზე გათვლილი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

საბავშვო ბაღი დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ გახსნეს.

„მისასალმებელია, რომ სოფელ ამაღლებას ახალი ბაღი შეემატა. ჩოხატაურში ბოლო სამი წლის განმავლობაში მეექვსე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საერთო ჯამში მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღია. ამიერიდან ჩვენი პატარები ლამაზ გარემოში შეუდგებიან სწავლას და შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს. “- განაცხადა გია სალუქვაძემ.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა შენობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. ბაღის მშენებლობა დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და პროექტის ღირებულება 71 000 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები