LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილო კორეის ავიაკომპანია მგზავრებს მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბურგერებით უმასპინძლდება

94

ჩრდილოეთ კორეის ავიაკომპანია Air Koryo მგზავრებს საშინელი ბურგერებით უმასპინძლდება, ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება. „ტვიტერის“ მომხმარებლები წერენ, რომ კიმ ჩენ ინის სამშობლოში მოქმედი ავიაკომპანიის ბურგერები „დედამიწაზე ყველაზე საშინელია“, რადგან მისი მომზადებისთვის მხოლოდ სალათის ფოთოლს, პურს და კოტლეტს იყენებენ, მგზავრებთან ცივი ბურგერები მიაქვთ.

მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ვეგეტარიანელებსაც იმავე საკვებით უმასპინძლდებიან, თუმცა კოტლეტის მაგივრად მათთვის პომიდვრის ნაჭერს დებენ.

2016 წლის ნოემბერში Vice-ის ჟურნალისტმა ჯეიმი ფულერტონმა სპეციალურად შეიძინა კომპანიის ბილეთები, რათა გაესინჯა ჩრილო კორეული ბურგერი. მისი თქმით, ღორის ხორცის კოტლეტს გემო საერთოდ არ ჰქონდა, პური კი ძნელად დასაღეჭი იყო.

„ეარ კორიო“   Skytrax-მა  მსოფლიოში ყველაზე ცუდ კომპანიად დაასახელა. ჩრდილო კორეის ავიაკომპანიამ სცადა სერვისი გაეუმჯობესებინა, შეიძინა ახალი თვითმფრინავები, გამცილებლებისთვის კი ახალი სამოსი შექმნეს. თვითმფრინავში ბიზნეს კლასის ადგილებიც კი არის, თუმცა, როგორც ჩანს, ავიაკომპანიის მომსახურებით კმაყოფილი კვლავ არავინ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები