LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადეს

130

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, რაკეტა ექსპლუატაციაში კვირას, ადგილობრივი დროით, დღის მეორე ნახევარში შევიდა.

ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა, ერთი კვირის წინ განაცხადეს, რომ ახალი რაკეტა შექმნეს, რომელსაც დიდი ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.

გასულ ორშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭომ კვლავ მოითხოვა, რომ ფხენიანმა ასეთი ტესტების ჩატარება შეწყვიტოს.

ბოლო რაკეტა, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ გაუშვა, დაახლოებით 500 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა, ეს გასული კვირის შედეგებს ჩამოუვარდება.