LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

960-ე მცდელობის შემდეგ სამხრეთ კორეელმა ქალმა მართვის მოწმობა აიღო

166
Untitled design (1)

სამხრეთ კორეელი ჩა სა-სუნი მრავალი ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ და სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა – ქალმა მართვის მოწმობა 961-ე ცდაზე აიღო.

მისი ამბავი ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

როგორც უცხოური მედია წერს, ნანატრი დოკუმენტის მისაღებად ქალმა ჯამში, 13 000 დოლარი დახარჯა.

მართვის მოწმობის მოპოვებას ჩა სა-სუნი 2005 წლიდან ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, ბოლოს გამოცდა 2010 წელს ჩააბარა, როდესაც 69 წლის იყო.

როგორც მედიასაშუალებები წერენ, სა-სუნი ახლა სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია, რადგან მისმა ისტორიამ შთააგონა მრავალი ადამიანი და მისცა მოტივაცია – არასდროს შეწყვიტონ ბრძოლა.

მედია წერს, რომ ის სამი წლის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღის განმავლობაში გადიოდა გამოცდაზე. საბოლოოდ, გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი, წარმატება ავტოსკოლის მასწავლებლებთან ერთად აღნიშნა:

„ძალიან ნერვიულობდა, რომ მოწმობა ვერ აიღო, მაგრამ არასდროს დანებებულა. დღეს ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ და გვიხარია, რომ ძალისხმევა დაუფასდა“, – ამბობენ ავტოსკოლის წარმომადგენლები.

როგორც ქალი ამბობს, მართვის მოწმობა საოჯახო ბიზნესისთვის სჭირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები