LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეის ინჩონის აეროპორტმა, დატვირთულობის თვალსაზრისით, ჰითროუ ჩამოიტოვა

109
Incheon airport

სამხრეთ კორეის ინჩონის აეროპორტი (Incheon airport), საერთაშორისო მგზავრთნაკადის თვალსაზრისით, ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტი.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (Airports Council International) წინასწარი მონაცემებით, სამხრეთ კორეის მთავარმა საჰაერო კარიბჭემ მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 38.4 მილიონი საერთაშორისო მგზავრი გაატარა. მეორე ადგილზე ლონდონის ჰითროუს აეროპორტია 37.79 მილიონი მგზავრით, რომელსაც სინგაპურის ჩანგის აეროპორტი მოსდევს 34.53 მილიონი მგზავრით.

ინჩონის აეროპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი წინსვლა, ნაწილობრივ, აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის საავიაციო ჰაბებიდან მგზავრთა ნაკადის გადამისამართებამ განაპირობა.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2024 და 2025 წლებში რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, ამჯერად პირველ ხუთეულშიც ვერ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები