LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის მორიგი გაშვება საფრთხეს უქმნის იაპონიის უსაფრთხოებას – სინძო აბე

191

„ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის მორიგი გაშვება საფრთხეს უქმნის იაპონიის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას, რაც მიუღებელი და დაუშვებელია,“ – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ, განაცხადა.

ამგვარი ქმედებების განმეორება აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კორეას უნდა გააგებინოს, რომ მას მომავალი არ ექნება, თუ თავისი მიმდინარე პოლიტიკის გატარებას განაგრძობს, – აღნიშნა იაპონიის პრემიერმინისტრმა.

დღეს ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა ჩაატარა. რაკეტამ იაპონიის კუნძულებს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, რაკეტის გაშვება ფხენიანიდან მოხდა. რაკეტამ 3,7 ათასი კილომეტრის მანძილი დაფარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები