LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chris Rea თბილისში კონცერტს 30 დეკემბერს გამართავს

164

ბრიტანელი შემსრულებელი Chris Rea ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა. ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი, ასევე გიტარისტი დიდ ბრიტანეთში 80-იან წლებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად მიიჩნეოდა. ის უკვე ვარსკვლავი იყო, როდესაც დიდი ბრიტანეთის ცხელ მუსიკალურ ათეულში თავისი ჰიტით „Road To Hell“ მოხვდა. 2009 წლისთვის მას მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი ალბომი ჰქონდა გაყიდული. შემსრულებელი სამჯერ იყო ნომინირებული Brit Awards-ზე, 1988, 1989 და 1990 წლებში.

მისი კონცერტი თბილისში 30 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge. ბილეთების ფასები 10 ლარიდან იწყება და 300 ლარს აღწევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები