LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუგოშვილი: სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს

35

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას სრული პატივისცემა აქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, იქცევა ისე, „როგორც ევროსაბჭოს ღირსეულ წევრს შეეფერება.ჩუგოშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

“ზოგადად, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია, კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი გამოყენებული არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გახარიას თქმით, ქვეყანაში, სადაც ტელევიზიის დარეგისტრირებისთვის 10 დღეა საჭირო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ესმის, თუმცა აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ხედავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები