LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო გომური: რა უნდა მითხრას, რომ შემხვდება? თავი უნდა იმართლოს ჩემთან? გახარია ისტორიაში ჩაიწერება როგორც „თვალთხარია“

351
მაკო გომური, გიორგი გახარია

„რა შეხვედრა, რაზე უნდა დამელაპარაკოს, რა უნდა მითხრას, რომ შემხვდება? თავი უნდა იმართლოს ჩემთან?”, – ასე უპასუხა 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულმა, მაკო გომურმა გადაცემის „პირველი სტუდია“ წამყვანს შეკითხვას, ჰქონდა თუ არა პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას მასთან შეხვედრის მცდელობა.

წამყვანმა მაკო გომურს გახარიას მიერ 2019 წელს გაკეთებული განცხადება გაახსენა, რა დროსაც მაშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში თქვა: „როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს“

„[შეხვედრის] მცდელობა არ ჰქონია, რას ამბობთ? რომც ჰქონდეს მცდელობა ძალიან ბევრს დავცინებ, მაგრამ არასდროს ჰქონია მცდელობა… გახარია ისტორიაში ჩაიწერება როგორც „თვალთხარია“, არ ვიცი, რა უნდა თქვას ისეთი, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს“, – ამბობს მაკო გომური.

"გახარია ისტორიაში ჩაიწერება როგორც "თვალთხარია" – მაკო გომური

"გახარია ისტორიაში ჩაიწერება როგორც "თვალთხარია" – მაკო გომური გადაცემა სრულად 👇 https://www.youtube.com/watch?v=9Nj8SEIYzw4

Posted by პირველი სტუდია • Pirveli Studia on კვირა, 05 მაისი, 2024

მაკო გომურს რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მაკო გომურს მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები