LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ავტომაგისტრალი აშენდება

752

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე 12 კმ. სიგრძის ავტომაგისტრალი აშენდება.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი იქნება E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დაიწყება არსებული რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, სოფელ ჩუმათელეთში და დასრულდება სოფელ ხევში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მომზადდება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, განსახლების სამოქმედო გეგმა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის საჭირო სატენდერო დოკუმენტაცია, რაც, საბოლოო ჯამში, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის დროულად დასრულებას უზრუნველყოფს.

გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2 330 030 აშშ დოლარს და 2 440 426.29 ლარს. მომსახურების გაწევის ვადა კი მომსახურების დაწყებიდან 14 თვეს შეადგენს.

პოპულალურები