LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არავისთვის გვითხოვია კონსტიტუციაში დამატებით ცვლილებებზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა – ეკა ბესელია

52

„ჩვენ არ გვჭირდება ვეტო. ჩვენ არავისთვის გვითხოვია კონსტიტუციაში დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ეს იყო არა ჩვენი სურვილის, არამედ ჩვენი მზაობის დემონსტრირება კონსენსუსისთვის. ცვლილებები, რომელიც ჩვენი მხრიდან კონსენსუსის თუ კომპრომისის შედეგად მზადდება, ძალიან სერიოზული კომპრომისი და დათმობაა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ შეთანხმების პროცესს. “ვენეციის კომისიასთან” კონსულტაციების შედეგად ჩვენი მხრიდან გადაიდგა დამატებითი ნაბიჯი, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველი უმრავლესობა ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რომლის ფარგლებში ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკებს დაშვება იგეგმება. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები