LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: „ერთ რესტორანში ვმუშაობდით, მოვიდნენ და გვეკითხებიან, „ურსა“ აქ ცეკვავსო?“

274
ჯგუფი ურსა

15 წელია, ანსამბლ„ ურსას“ წევრები ერთად მოდიან. ანსამბლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი გრიგალაშვილი ჟურნალ „თბილსიელების“ კითხვებს პასუხობს და „ურსას“ არქივიდან სახალისო ამბებს იხსენებს.

გიორგი მარგველაშვილი:

„ერთხელ კონცერტზე ქვემოდან შემოგვძახეს, რამე საქეიფო გაუშვითო (იცინის). ერთ რესტორანში ვმუშაობდით, მოვიდნენ და გვეკითხებიან, „ურსა“ დღეს აქ ცეკვავსო? მე ვუთხარი, კი, დღეს რვა საათზე იწყებენ ცეკვას-მეთქი (იცინის). ერთი პერიოდი ჩავამატეთ ცეკვა – შოთიკო გადახტებოდა ხოლმე რაჭულზე და ცეკვავდა (იცინის).“

„ურსას“ წევრი აღნიშნავს, რომ ანსამბლის სიმღერები გამორჩეულად ქალთა სქესს უყვარს:

„მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს. ძალიან უყვართ ჩვენი სიმღერები შეყვარებულ წყვილებს და განსაკუთრებით, გოგონებს. არ ვიცი, რატომ , მაგრამ უფრო მეტი მსმენელი მდედრობითი სქესის არის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები