თამაზა ლოხიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს ცხოვრების მძიმე პერიოდებზე.
„რაც შეეხება მტკივნეულ ცრემლს, ბევრი იყო… რაც ზრდასრულ ასაკში მოხდა და რაზეც ყველაზე მეტად ვინერვიულე, დედაჩემს უკავშირდება. რომ ჩამოვიდა, სასეირნოდ წავიყვანე მცხეთაში, ძალიან კარგ კაფეში შევედით. სამწუხაროდ, იქ კიბეზე დაგორდა და მენჯი მოიტეხა. ძალიან უსუსური აღმოვჩნდი, ვერ გავიგე, რა უნდა გამეკეთებინა. ადამიანს მგონია, რომ მთებს გადავდგამ, ამ დროს დედას, რომელსაც ჩემ თვალწინ ასეთი რამ ემართება, ვერაფრით დავეხმარე. კიდევ, ჩემი ძმის დაღუპვის ამბავი რომ გავიგე, ძალიან მძიმე იყო და მაშინაც ბევრი ვიტირე“.
