LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზი დარასელია: „ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე და კიდევ ერთი ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა…“

117
ლიზი დარასელია

ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, მომღერალი ლიზი დარასელია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, რა მოხდა მის დაბადების დღეზე და როგორ დანიშნა მეუღლემ მეორედ.

„ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს და ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავ. 20 ივლისს ვარ დაბადებული და ეს დღე წელსაც გამორჩეული იყო. როგორც იცით, შარშან, ამ დღეს ჩემმა მომავალმა მეუღლემ ხელი მთხოვა, წელს კი გადავწყვიტე, ეს დღე თბილისში, ოჯახისა და მეგობრების ძალიან ვიწრო წრეში აღმენიშნა. ძალიან კარგად გავატარეთ დრო – ბევრი ვიმხიარულეთ და ვიმღერეთ. მუსიკოსებიც ხომ არიან ჩემი მეგობრები და ერთად კარგად გავერთეთ. ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. მაგალითად, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე და კიდევ ერთი ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა (იცინის). ძალიან გაკვირვებული ვიყავი, არ ველოდი ასეთ საჩუქარს. სხვათა შორის, სახალისო ვიდეო გადავიღეთ: ბეჭედი რომ დავინახე, მეორეჯერ გავთხოვდი-მეთქი, ვიხუმრე და ხალხს საოცარი რეაქცია ჰქონდა, დაიბნენ (იცინის). მერე განვმარტე, მეორეჯერ დამნიშნა ჩემმა მეუღლემ-მეთქი. ეს დღე განსაკუთრებულად დამამახსოვრდება.

სხვათა შორის, წლევანდელ დაბადების დღეზე მე თვითონაც გავუკეთე საჩუქარი ჩემს თავს – მანქანა ვიყიდე. ძალიან ბევრს ვშრომობ და მინდოდა, ჩემი თავი დამესაჩუქრებინა. ვამაყობ, რომ ეს შევძელი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები