LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექვსი წელი ვიწექი ლოგინში ღრმა დეპრესიაში…“ – რის გამო გარისკა მაიკო კაჭკაჭიშვილმა

1403
მაიკო კაჭკაჭა

მაიკო კაჭკაჭიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, თუ როგორ გადაწყვიტა ბექა ბროლაძესთან ერთად მუსიკალური სტუდიის გაკეთება, რაც მისი შეფასებით, ძალიან დიდი რისკი იყო:

„ინტუიცია ისეთი მაქვს, ცოტა მაშინებს. ფაქტობრივად, წინასწარ ვგრძნობ ყველაფერს. რაც შეეხება რისკს, ექვსი წელი ვიწექი ლოგინში ღრმა დეპრესიაში… უცბად ვეუბნები ბექა ბროლაძეს, არ გახსნა სალონი, დამიჯერე, გახსენი ჩემი სტუდია და ნახავ, რამხელა წარმატებას მივაღწევთ-მეთქი. წარმოიდგინეთ, ექვსი წელი მუსიკოსი რომ წევს, როგორ უნდა იყო დარწმუნებული, რომ ვინმე შენთან მოვა. ბექამ ლოგინში მწოლიარემ დამიჯერა, 600 ბავშვს მოვუსმინეთ მიღებაზე, ეს ხომ რისკია. ინტუიცია მკარნახობდა, გავრისკე და გამოვიდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები