კომპოზიტორი და მომღერალი, მაიკო კაჭკაჭიშვილი იხსენებს თავის განვლილ ცხოვრებას და იმ მძიმე პერიოდებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გაიარა:
მეჩვენება, რომ ძალიან დიდი გზა უკვე გავიარე. ახლა 45 წლის ვარ, 14 წლიდან ბათუმში დავიწყე მუშაობა, ავიყვანე მოსწავლე და ჩემი პირველი ხელფასი იყო 60$, მაგას რა დამავიწყებს, როგორ ვიგრძენი თავი თავდაჯერებულად. 17 წლის მერე წამოვედი თბილისში, აქ არავის ვიცნობდი და შესაბამისად, მუსიკით ვერ დავკავდი, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე, გამომეცხო ჩემი საყვარელი აჭარული ბაქლავები და ჩამებარებინა მაღაზიაში… დიდი შრომა სჭირდება ბაქლავას, ამიტომ ღამეს ვათენებდი და დილით ვაბარებდი… ამასთანავე დავიწყე სწავლა მეორე მუსიკალურში და მოვხვდი ქალბატონ ირინა ებრალიძესთან, რომელსაც ძალიან ვუყვარდი (მეც ანალოგიურად).
ერთ დღესაც მირეკავს ირინა და მეუბნება, სტუდია „ბომბორას“ ვოკალის პედაგოგი სჭირდება და უნდა წახვიდეო. 18 წლის ვარ და მეც წავედი, ქალბატონ ლია ხორბალაძის სტუდიაში დავიწყე მუშაობა. ჩემი პედაგოგობის დროს არაერთი გრანპრით დაჯილდოვდნენ ჩემი მოსწავლეები. შემდეგ გავიცანი ლევან ლაზარიშვილი. რომელსაც 6 წლიდან ვუსმენდი და ჩემი კერპი იყო, როგორც მომღერალი. გავიცანი და ქეც დავქორწინდით. მერე დავიწყეთ „სანოს“ სტუდიაში მუშაობა. იქ ვწერდი ყველა იმ სიმღერას, რაც თქვენ უკვე იცით. შემდეგ შემეძინა ტყუპები – დათუნა და ზუკა. ორივე დააჯილდოვა სამყარომ მუსიკალური ნიჭით. იყო იქსფაქტორი, სადაც დათუნამ ფურორი მოახდინა, რამაც ცამდე ამიყვანა.
ამასობაში კი გავხდი 39 წლის და დამემართა 6 წლიანი ზეე ღრმა დეპრესია. ჩავწექი და აღარ ავდექი…
დაააა შარშან გავაკეთე ის, რაც მართლა ჩემი მოწოდებაა… ჩემი ბავშვთა ვოკალური სტუდია, სადაც გავხდი ყველაზე ბედნიერი სამყაროში.
9 თვეში ჩავატარეთ ორი კონცერტი ბავშვებმა ისე იმღერეს ცოცხლად და ისეთი ამაყი გამხადეს რომ ცრემლები თავისით მომდიოდა…
ახლა ვეღარ ვითმენ, როდის მოვა სექტემბერი, რომ მთელი ჩემი გამოცდილება უფრო მეტად და ასმაგად გავუნაწილო ჩემს პედაგოგებს და მოსწავლეებს.
და დღეს 2026 08 17 თამამად ვაცხადებ რომ ძალიან ბედნიერი ვარ!..
შევცვლიდი რამეს???
-არააა არააა და არააა!.. ეს ყველაფერი საჭირო იყო, რომ შევმდგარიყავი ადამიანად, დედად, მასწავლებლად, მუსიკოსად,შვილად და მეგობრად…
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ!..“
