LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე ასეთი ბედნიერი მესამედ ვიყავი ცხოვრებაში“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი

304
მაიკო კაჭკაჭიშვილი

მაიკო კაჭკაჭიშვილის მუსიკალურმა სტუდიამ კონცერტი გამართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.

კონცერტს კომპოზიტორი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ბედნიერია.

„მე ასეთი ბედნიერი მესამედ ვიყავი ცხოვრებაში, პირველად როცა ტყუპები შემეძინა, მეორედ როცა დათუნამ იქს ფაქტორზე იმღერა და მესამედ გუშინ 28 ივნისს ჩემი სტუდიის კონცერტებზე სადაც ყველა მოსწავლემ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინა მასახელა და 8 თვიანი შრომა ზედმიწევნით გაამართლა. მადლობა ბავშვებო ვამაყობ თქვენით. მადლობა მშობლებო ასეთი მაღალი პასუხისმგებლობისთვის.

მადლობა ჩემს გუნდს ასეთი მაღალი პროფესიონალიზმისთვის

ჩემს პედაგოგებს ელენე ფოჩხუას, ეთი ბროლაძეს, ლელა თოფურიას, ნინი ცხვარაძეს გვანცა კაჭკაჭიშვილს და დათუნა ლაზარიშვილს.

მადლობა ჯეინს, მადლობა მიშოს ლამაზი არანჟირებებისთვის.

და დიდი მადლობა ჩემს პარტნიორ ბექა ბროლაძეს, რომელმაც არაფერი არ დაიშურა იმისთვის რომ ეს კონცერტები მაღალი ორგანიზებულობით ჩატარაბულიყო.

ეს არ იყო საბავშვო კონცერტები ეს იყო მაგარი და გემოვნებიანი კონცერტები. მადლობა ყველას რომ ასეთი ბედნიერი ვარ ახლა.

ჯერ სად ვართ ახლა იწყება თავდავიწყება,“ – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g