LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები შობას ცარიელი საკნებით ხვდებიან (ვიდეო)

69

კოლორადოს შტატის ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყეს აქცია სახელწოდებით „შეხვდი ახალ წელს ცხოველებთან ერთად“. ამ აქციის მიზანი იყო ყველა თავშესაფარში მყოფი ცხოველი ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვედროდა. როგორც ჩანს, აქციამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ შობის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე თავშესაფარი ცხოველებისგან მთლიანად დაიცალა.

ინტერნეტში გამოჩნდა ორიგინალური ვიდეო, რომელიც კოლორადოს ცხოველთა თავშესაფარშია გადაღებული. მომვლელები ახალ წელს მოსახლეობას ცარიელი საკნებიდან ულოცავენ. ესაა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი კამპანია, რომელსაც კეთილი მიზნები აქვს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/humanesocietypikespeakregion/videos/10154799452388454/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები