LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიროტექნიკის გამოყენების ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, შეშინდნენ, დარბოდნენ გაუთავებლად.. რამდენიმეწამიანი სიამოვნების გამო როცა იღუპება ცხოველი, ცოცხალი არსება, ყოველთვის მიუღებელია“: ზოოპარკის დირექტორი 

221
ზურაბ გურიელიძე

„წელს, ახალი წლის ღამეს საკმაოდ ბევრი პიროტექნიკის გამოყენება იყო და ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა“, – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, წინასწარ მიღებული იყო სხვადასხვა ზომა, ცხოველებს კი მიცემული ჰქონდათ დამამშვიდებლები და ანტისტრესული პრეპარატები.

„დაზიანება შეიძლება იყოს მექანიკური, დამწვრობის სახით და რაც მთავარია, იმ ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვით, რაც თან პიროტექნიკას ახლავს“ – ექიმი ტოქსიკოლოგის რჩევები მშობლებს პიროტექნიკის გამოყენებამდე

დღეს, განსაკუთრებით თბილისში, შენობები, კორპუსები იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ფანჯრიდან გასროლილი პიროტექნიკა შეიძლება სხვისთვისაც სერიოზული დაზიანებების მიზეზი გახდეს.

„სპეციალური ზომები იყო მიღებული, მიცემული ჰქონდათ დამამშვიდებლები, ანტისტრესული პრეპარატები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველთვის არ შველით და ცხოველი იღუპება, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ასეთი შიში, ასეთი სტრესული სიტუაცია უკვალოდ არ ჩაივლის ხოლმე. შემდეგ შეიძლება, გაუჩნდეთ გარკვეული დაავადებები, ხშირ შემთხვევაშიც შეიძლება, კიდევ უფრო მძიმედაც განვითარდეს გარკვეული პერიოდის მერე, რომლის მიზეზიც უკვე სწორედ სტრესში უნდა ვეძებოთ.

გნუ საკმაოდ ძლიერი ცხოველია, მაგრამ სროლების და აფეთქებების ეშინია. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც დაგვეღუპა პატარა. წინა წელს დაგვეღუპა პატარა გნუ. ნებისმიერი ცხოველის გამრავლება საკმაოდ დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და დიდ სირთულეებთან და რამდენიმეწამიანი სიამოვნების გამო როცა იღუპება ცხოველი, ცოცხალი არსება, ყოველთვის მიუღებელია.

იმავეს მოვუწოდებდი, რასაც ყოველთვის ვამბობთ, ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, განსაკუთრებით, ჩვენი თხოვნა იქნება,ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ახალ წელს პირდაპირ ზოოპარკის მიმართულებით იყო სროლები, მიზანმიმართულად არა, მაგრამ ასე გამოვიდა.“ – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

“რა გახდა რომ ამ მანკიერ თვისებას გადავეჩვიოთ?” – თბილისში, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენებამ ციყვი იმსხვერპლმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები