თბილისში, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ციყვი მოკვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ეს ციყვი ასაფეთქებლებს ემსხვერპლა დღეს!!
ხიდან ჩამოვარდნილი და მომაკვდავი იპოვეს და ვერ გადაარჩინეს.
ვინ იცის კიდევ რამდენი უდანაშაულო არსება შეეწირა თქვენს ამბიციებს! რა გახდა რომ ამ მანკიერ თვისებას გადავეჩვიოთ?
მართლა რა დააშავეს ცხოველებმა და ფრინველებმა?
ამ ციყვს სიცოცხლე, ხეებზე ხტუნაობა და თავისუფლებით ტკბობა უნდოდა და ჩვენ ის მოვკალით”