LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„CNN“– მა საუკეთესო აერეპორტების ათეული შეადგინა

127

აეროპორტი მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და არაკომფორტულ სივრცეს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. საბედნიეროდ, ამ ფაქტორს ბევრი აეროპორტი ითვალისწინებს და ცდილობს მგზავრებს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნას. ტელეარხი „CNN“ დაინტერესდა, თუ რომელი აეროპორტია მსოფლიოში ყველაზე კომფორტული და პასუხი ისევ და ისევ – სინგაპური იყო. ბრიტანულმა კვლევითმა კომპანიამ Skytrax-მა მილიონობით მოგზაურის შეფასება შეისწავლა და დაადგინა, რომ სინგაპურის აეოპორტი – ჩანგი ლიდერობას არ თმობს.

ჩანგი – სინგაპურის აეროპორტი

ხოლო, ლიდერთა ათეულში წინა წელთან შედარებით გარკვეული ცვლილელები მოხდა. მაგალითად, მეორე პოზიცია ტოკიოს ჰანედის აეროპორტმა დაიკავა. აეროპორტმა ასეთი პატივი განსაკუთრებული სისუფთავისთვის დაიმსახურა.

რაც შეეხება მესამე ადგილს – მას სამხრეთ კორეა და სეულის ინჩხონის აეროპორტი ფლობს. სეული საუკეთესო განსაკუთრებულად გემრიელი სამზარეულოს გამო გახდა.

მეოთხე ადგილოსანი – მიუნხენის აეროპორტი საუკეთესო კომფორტისა და წესრიგისთვის გახდა.

ჰონგ-კონგმა და დოჰამ კი ეს წოდება საუკეთესო პერსონალისთვის დაიმსახურეს.

ხოლო, როდესაც საუბარი შოპინგზეა, პირველობას ლონდონის ჰითროუ არავის უთმობს.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა სიაში ასევე – ნაგოიას(იაპონია), ციურიხის (შვეიცარია) და ფრანკფურტის (გერმანია) აეროპორტებიც მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები