LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის ბარგს, თუ აეროპორტში დაგრჩებათ – რჩევები მოგზაურებისთვის

192
baggage (1)

აეროპორტში ბარგის დავიწყება არც ისე რთულია – მგზავრი შეიძლება გაერთოს Duty Free-ის მაღაზიებში შოპინგის დროს ან დაჯდეს კაფეში და, შემდეგ კი სიჩქარეში დარჩეს ჩანთა ან ჩემოდანი.

თუ ვინმე ტერმინალში მიტოვებულ ჩანთას აღმოაჩენს, აეროპორტი იძულებულია უსაფრთხოების სპეციალური პროცედურა დაიწყოს. სწორედ ამიტომ აეროპორტის დიქტორები რეგულარულად ახსენებენ მგზავრებს, რომ არ დატოვონ თავიანთი ნივთები უყურადღებოდ.

რა მოხდება, თუ მგზავრს მაინც დაავიწყდა ჩემოდანი?

მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ მიტოვებულ ჩანთას, აეროპორტის დაცვის ჯგუფი პოლიციასთან ერთად იწყებს მუშაობას, ამბობს არი კუმარა, რომელიც არის Finavia-ს ვიცე პრეზიდენტი – ჰელსინკის აეროპორტის ოპერატორი.

მისი თქმით, მგზავრის მიერ დავიწყებულ ბარგს Finavia-სთვის ბევრი პრობლემა მოაქვს. მხოლოდ ჰელსინკიში კვირაში რამდენიმე დავიწყებული ბარგის სტატისტიკაა.

ჯერ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. ზოგჯერ ამ გზით ხდება ჩემოდნის პატრონის პოვნა და მისთვის დავიწყებული ნივთის დაბრუნება.

უსაფრთხოების სამსახურს თუ კამერები მგზავრის პოვნაში ვერ ეხმარება, მაშინ ის მოწმდება მათში საშიში ნივთიერებების არსებობაზე. როდესაც ჩემოდნის შიგთავსი უსაფრთხოა, ის გადაეცემა Lost & Found-ის განყოფილებას. სწორედ ამ ოფისს უნდა დაუკავშირდეს დავიწყებული ბარგის მფლობელი მგზავრი მომავალში თავისი ნივთების ასაღებად.

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები