LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი Mary J Blige Essence-ში ავთანდილის სამოსით გადაიღეს (ფოტო)

96

9 „გრემის“ მფლობელი ამერიკელი რიტმ ენდ ბლუზის შემსრულებელი Mary J Blige ცნობილი გამოცემის Essence-ის გარეკანზე აღმოჩნდა. მასთან ინტერვიუ ერთ-ერთ სერიალში მის როლს და სხვადასხვა საკითხს ეხება. სტატიას, რომელიც ჟურნალის ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნდა, თან ახლავს მომღერალთან ვიდეოინტერვიუც, ამ ვიდეოშიც და ერთ-ერთ ფოტოზეც, რომელიც გამოცემის ფურცლებზე მოხვდა, მომღერალს ქართველი დიზაინერის, ავთანდილის კოლექციიდან შერჩეული ჯინსის ორეული აცვია.

Mary J Blige ავთანდილის ჯინსის ორეულით

ავთანდილს კომენტარისთვის დავუკავშირდით. როგორც დიზაინერმა fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ მონაწილეებს მსოფლიოდან უამრავი სტილისტი და ამ სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელი აკვირდება, შემდეგ კი თანამშრომლობის მიზნით არაერთ შეთავაზებას იღებენ.

„დაგვიკავშირდნენ ამ გადაღებასთან დაკავშირებით, გამოგვიგვზანეს ფოტო ამ ჯინსის ორეულით. ჩვენ სამოსი აშშ-ში გავაგზავნეთ და როგორც ხედავთ, ეს თანამშრომლობა შედგა“, გვითხრა ავთანდილმა და აქვე გაგვიმხილა, რომ მალე არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს ვიხილავთ მისი სამოსით სხვადასხვა პრესტიჟულ გადაღებაზე.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები