LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბადებული ჩემპიონად: ნონა ყოველთვის ჩემპიონია

70

კიდევ ერთხელ გვასახელა ქართული ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა! უბერებელი ჩემპიონი, ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის პირველ ადგილზე გავიდა 9-დან 5,5 ქულით. მეორე ადგილზე ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი) განთავსდა 4,5 ქულით, ხოლო მესამეზე ირინა კაბანოვა (რუსეთი) – 3 ქულით.

ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ – 7 ქულით. ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ჩამორჩა ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი). ხოლო მესამეზე 6,5 ქულით ევგენი ვასიუკოვი (რუსეთი) გავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები